ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა კონკურსის ”14 აპრილი - ქართული ენის დღე” ფინალისტები დააჯილდოვა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო კონკურსში ”14 აპრილი - ქართული ენის დღე” გამარჯვებულებს პრიზები და სიგელები გადასცა.   კონკურსში ასაკობრივი ჯგუფების (VII-IX და X-XII) მიხედვით  ექვსი გამარჯვებული და ერთი ორიგინალური ნაშრომი გამოვლინდა. I ადგილზე გასული 2 მოსწავლე კომპიუტერებით დასაჩუქრდა, ხოლო დანარჩენები - წიგნებითა და სიგელებით.

ამ სახის კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო  სივრცეში წელს პირველად ჩატარდა და  მან მთელი საქართველო მოიცვა. კონკურსის მონაწილეთა შორის ბევრია არაქართველიც. მოსწავლეებს საკონკურსო ნაშრომების ფორმის, სტილისა და ჟანრის შერჩევაში  სრული  თავისუფლება ჰქონდათ. წარმოდგენილ ნაწერებს შორის იყო მხატვრული თხზულებები, ჩანახატები, ზღაპრები, პუბლიცისტური წერილები, პოეტური ქმნილებები... ისინი გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებითაც. კონკურსანტებმა სხვადასხვა კუთხით გააშუქეს ენობრივი საკითხი: შეეხნენ ქართული ემიგრაციის მომავალი თაობის ენობრივ პრობლემას, ფერეიდნელი ქართველების თემას, ქართულ ანბანს... მათ  კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით აჩვენეს, რომ ბინძურდება ქართული ენა და მზად არიან იზრუნონ მისი სიწმინდის დასაცავად.

14 აპრილს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჩატარდა.



ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე