ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურები თავიანთი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ

15 აპრილიდან, მანდატურები თბილისის შვიდ საპილოტე საჯარო სკოლაში შევიდნენ და თავიანთი  მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ. ეს  სკოლებია: 1 ექსპერიმენტული, მე-11, 23-ე, 24-ე, 51-ე, 52-ე, 117-ე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და  შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ  117-ე საჯარო სკოლაში პედაგოგებს, მოსწავლეებსა  და მათ მშობლებს თავად წარუდგინეს  მანდატურები და კიდევ ერთხელ განმარტეს ამ ახალი ინიციატივის მნიშვნელობა.  თავიანთ მომავალ საქმიანობაზე ისაუბრეს  და აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს მანდატურებმაც.

დანარჩენ ექვს საჯარო სკოლაში მანდატურები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა წარადგინეს.

მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ქალბატონია, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში გადამზადდნენ და სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც დაეხმარებათ  სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენცია და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა უზრუნველყონ. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განახორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნელოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის  გამოყოფილ ოთახებში განთავსდნენ, აქვთ სპეციალური ფორმა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები.

უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  ახალი ინიციატივის მიზანია სწავლის პერიოდში მშობლებს  შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე