ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო ექსპერტმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საერთაშორისო ექსპერტმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა სამინისტროში გამართულ შეხვდრაზე დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს.  საქართველოში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო ექსპერტმა განვლილი პერიოდი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამის კარგი მაგალითი საქართველოშიი თავისუფლი მედიაა.

”საქართველოში ჩემი ვიზიტის მიზეზი ევროსაბჭოს მიერ დაგეგმილი კონფერენციაა. მქონდა  საშუალება, შევხვედროდი ოფიციალურ პირებს და მედიის თავისუფლებაზე გვემსჯელა. კონფერენციაზე განვიხილეთ სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და უკრაინაში მედიის თავისუფლების საკითხები. შეხვედრები მქონდა სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც. იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით მომავალშიც ვითანამშრომლებთ”.

საერთაშორისო ექსპერტმა დუნია მიატოვიჩმა ასევე დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ სამინისტრო მზადაა მომავალშიც ყველა დაინტერესებული პირის პოზიციას მოუსმინოს და მათი მოსაზრებები გაიზიაროს.

საერთაშორისო ექსპერტი დუნია მიატოვიჩი მედიის ექსპერტის რანგში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფებოდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე