ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროში წინანდლის საგანამნათლებლო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი რეზო აფხაზავა თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სკოლის დირექტორებს ინფორმაცია მიაწოდეს წინანდლის ცენტრის საქმიანობის შესახებ და ცენტრთან ერთად  განსახორციელებელ  პროექტებზე იმსჯელეს.

წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრში რამდენიმე პროგრამის განხორციელებაა დაგეგმილი. ცენტრში იფუნქციონირებს საგანმანათლებლო სალონი, ჩატარდება განათლების კვირეულები, გამოფენები და კონკურსები. აღსანიშნავია პროგრამა ”ვისწავლოთ მუზეუმში”, რომელიც გულისხმობს სკოლების მიერ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას თავად მუზეუმის ტერიტორიაზე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიესალმება მსგავს ინიციატივას და აღნიშნავს, რომ მუზეუმში ვიზიტი და იქ არსებული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება სწავლის პროცესში ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას   შეუწყობს ხელს.

მინისტრი მოუწოდებს სხვა მუზეუმებსაც დანერგონ მსგავსი მოდელი, რათა მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და პროდუქტიული გახდეს სწავლის პროცესი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე