ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კაბინეტები იხსნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია მცხეთის მეორე საჯარო სკოლაში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კაბინეტის გახსნას დაესწრნენ.

აღნიშნული პროგრამა არის პილოტური და ამ ეტაპზე ასეთი კაბინეტები   რუსთავის, მცხეთის და თბილისის 15 სკოლაში გაიხსნება.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, განათლების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სასწავლო კურსი შეიმუშავა.

ახალი სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო თავდაცვა, საგზაო უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ქართული ჯარის ისტორია და ქართული არმიის შეიარაღების გაცნობა.

სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო პროცესში ჩართულნი იყვნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები.

სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე შეირჩა საპილოტე სკოლები, რომლებშიც სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლება განხორციელდება. მიღებული პილოტირების შედეგების ანალიზის შედეგად, სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი საბოლოო სახით ჩამოყალიბდება და ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სავალდებულო საგანი გახდება. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე