ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქველმოქმედო აქცია თელავის საჯარო სკოლებში

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  ქ. თელავის მე-9 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ენდოკრინოლოგიური ცენტრის -”ჯანმრთელი ცხოვრების”   ხელმძღვანელმა ელენე გიორგაძემ მოსწავლეებს ფარისებრი ჯირკვლის უფასო ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარა და მოსწავლეთა მშობლებს შესაბამისი რეკომენდაციები  მისცა. პაციენტები, რომლებიც  ჰორმონალურ კვლევას საჭიროებდნენ, ელენე გიორგაძემ  სამკურნალოდ თბილისში მიიწვია. დიმიტრი შაშკინმა დადებითად შეაფასა ასეთი ქველმოქმედება და აღნიშნა, რომ  ბავშვებისთვის ნებიესმიერი დახმარების აღმოჩენა მისასალმებელია, განსაკუთრებით თუ დახმარება მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უკავშირდება.

მე-9 საჯარო სკოლის პარალელურად, დღეს ელენე გიორგაძის კლინიკის ექიმ-ექოსკოპისტთა ოთხმა ჯგუფმა უფასო ენდოკრინოლოგიური გამოკვლევა თელავის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც ჩაუტარეს.

მოსწავლეებს, რომელთაც იოდის დეფიციტი აღენიშნათ, იოდის პრეპარატის 10 დღის მარაგი დაურიგდათ. პრეპარატის   მიღებას მოსწავლეები მინიმუმ 3 თვე გააგრძელებენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე