ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უწყებათა პირველმა პირებმა დიმიტრი შაშკინმა და გიორგი ტუღუშმა მოაწერეს.  

მემორანდუმი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო პროცესში ადამიანის უფლებების სრულფასოვანი რეალიზაციის ხელშეწყობას და   შემდეგ საკითხებზე თანამშრომლობას ითვალისწინებს:

  • განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა პირისთვის;
  • სკოლებში ძალადობის პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება;  
  • ბავშვის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, ბავშვის უფლებების საგანმანათლებლო პროგრამებში ასახვის კუთხით; 
  • ბავშვის უფლებების მონიტორინგი საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო  დაწესებულებებში;
  • განათლების უფლებების სრულად განხორციელებისათვის აუცილებელ საკანონმდებლო ინიციატივებზე, პოლიტიკის დოკუმენტებსა და სხვადასხვა პროგრამებზე ერთობლივი მუშაობა; 
  • სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა განათლების უფლების დაცვა;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელების და სხვა მიზნობრივი ჯგუფების უფლების სრულად რეალიზაცია;
  • გენდერული საკითხების გათვალისწინება საგანმანათლებლო პოლიტიკაში;
ორივე მხარე  მზადყოფნას გამოთქვამს მემორანდუმის ფარგლებში დიალოგი აწარმოონ, მოახდინონ    რეკომენდაციებისა და წინადადებების განხილვა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მოქალაქის, მიუხედავად სტატუსისა, ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, ფიზიკური შესაძლებლობისა და სხვ. საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვან რეალიზაციას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე