კონკურსში ,,The Best Linguist” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

- ქუთაისის № 3 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე გურამ ჭელიძე;
- ქობულეთის № 2 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე ჯიმშერ გოგიტიძე;
- ბათუმის სკოლა-ლიცეუმ "მასტერ-კლასი”-ს VIII კლასის მოსწავლე მარიტა დოლიძე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამარჯვებულებს ,,ASUS” პორტატული კომპიუტერი გადაეცათ. საუკეთესო ათეულს კი ამერიკული ლიტერატურა გადასცა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშემ ბატონმა საულ ჰერნანდესმა. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები პროკრედიტ ბანკისაგან. დაჯილდოების ცერემონიალი და კონცერტი გაიმართა სკოლის განახლებულ სააქტო დარბაზში. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, შესრულდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნი, ტრადიციული ბლუზი მე-12 კლასის მოსწავლის ლაშა საყვარელიძის მიერ, ჯაზ ბენდის თანხლებით (ხელმძღვანელი დევის ახვლედიანი).


