საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს ყველა საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, სასწავლო პროცესის დროს არ დაუშვას სკოლის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება, რათა არ შეფერხდეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.


