ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში სპორტის გაკვეთილების პილოტირება დაიწყო

პრეზიდენტის ინიციატივით ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლდება. ქვეყნის მასშტაბით 48 საპილოტე სკოლა შეირჩა, სადაც მოსწავლეთა საბაზო და საშუალო საფეხურზე  პილოტირებისა და დანერგვის პროცესი წარიმართება. ეს არის სკოლები, სადაც მეტ-ნაკლებად უკვე არსებობს გარკვეული სპორტული ბაზა და შესაძლებელია ახალი პროექტის განხორციელების დაწყება. ერთ-ერთ  მათგანს, თბილისის 47-ე საჯარო სკოლას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის  თავმჯდომარე დავით ნამგალაური ეწვივნენ. სკოლაში უკვე მიმდინარეობს ფიზკულტურის სპორტის გაკვეთილებით  ჩანაცვლება, მოზარდები აქ კალათბურთითა და ხრიდოლით არიან დაინტერესებულნი და აქტიურად ემზადებიან მომავალი ჩემპიონატისთვის კალათბურთში.

პილოტირებულ სკოლათა შორის მალე  სასკოლო ჩემპიონატი დაიწყება სპორტის სამ სახეობაში: ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი, სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ. ტურნირი რამდენიმე ეტაპად საპილოტე სკოლებს შორის ჩატარდება, მასში  ვაჟებთან ერთად  გოგონათა გუნდებიც იასპარეზებენ. ჩემპიონატს ორგანიზებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი გაუწევენ.

2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევა ცვლილება, რომელიც გამოიხატება ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების ინტეგრაციაში და იგი საქართველოს ყველა საჯრო სკოლაში განხორციელდება. შეიქმნება შესაბამისი სასწავლო პროგრამა, გადამზადდება პედაგოგები და  მოეწყობა ინფრასტრუქტურა.

სკოლებში სპორტის გაკვეთილების დანერგვა მოხდება ისე, რომ გათვალისწინებული იქნება როგორც სკოლის, ასევე თითოეული მოსწავლის სურვილი და შესაძლებლობები. ამისათვის დიდი სამუშაოები ჩაატარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილმა ფიზიკური და სასპორტო განათლების სტრატეგიის შემმუშავებელმა კომისიამ. რომლის შემადგენლობაში მოწვეულნი იყვნენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის, საქართველოს პარლამენტის, მძლეოსნობისა და ხელბურთის ფედერაციების, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის  დეპარტამენტის,  რაგბის განვითარების კომიტეტისა და რაგბის კავშირის სანაკრებო კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, საჯარო სკოლების, საქართველოს სპორტული ცეკვის პროფესიული საბჭოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის ცენტრის (სპორტის კოლეჯი), საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.  

ფიზკულტურის გაკვეთილების  სპორტის გაკვეთილებით შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის  ინიციატივა, მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. საქართველოში, სადაც 2179 საჯარო სკოლიდან სპორტული დარბაზი 1569, ხოლო სპორტული მოედანი 2015 სკოლას აქვს,  ფიზკულტურის გაკვეთილები მაინც არაპოპულარულია.  აქედან გამომდინარე, საჯარო სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილებს სპორტის გაკვეთილები ჩაანაცვლებს და პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და აზარტული გახდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე