ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებლები ჩამოვიდნენ

,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’  პროექტის პარალელურად ამერიკული ორგანიზაცია ,,მშვიდობის კორპუსი’’ საქართველოში მოხალისე ინგლისურენოვანი მასწავლებლების მოზიდვას წარმატებით ახორციელებს.

37 მოხალისე მასწავლებელი საქართველოს რეგიონებში გადანაწილდებიან და მოსწავლეებს ინგლისურს ადგილზე შეასწავლიან. ინგლისურენოვანი მასწავლებლები გაკვეთილებს ქართველ ინგლისური ენის მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ.

,,მშვიდობის კორპუსის’’ აღნიშნული პროექტის პარალელურად ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველ მარტს გამოაცხადა. პროგრამა საქართველოში ათასი ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს. ორივე პროექტის მიზანი საქართველოში ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებაა.

მოხალისე პედაგოგთა რეგისტრაცია  საიტზე www. tlg.gov.ge მიმდინარეობს. საიტი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად შეიქმნა და გარდა იმისა, რომ  მოხალისე პედაგოგები მასზე დარეგისტრირებას შეძლებენ, ასევე სრულ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოზე, მის ისტორიასა და კულტურაზე.

უცხოელი პედაგოგების საქართველოში ჩამოსვლა ივლისში დასრულდება. პირველი ორი თვის განმავლობაში ისინი გაეცნობიან ჩვენს ქვეყანას და მათი სურვილის შემთხვევაში,  საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქართული ენაც.  ახალი სასწავლო წლიდან უცხოელი მასწავლებლები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან. საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლების თითქმის ნახევარს მოიცავს, მათ შორის მცირეკონტიგენტიან სკოლებსაც. ინგისური ენის სპეციალისტები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ახალი ზელანდიიდან ჩამოვლენ.

ინგლისურენოვანი მასწვალებლების პირველ ნაკადს თბილისის აეროპორტში საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დახვდნენ.

 

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე