ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი №198 საჯარო სკოლაში ზეიმს დაესწრო და პედაგოგებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი  თბილისის 198-ე საჯარო სკოლას ეწვია. სკოლაში 150 მოსწავლე სწავლობს, მათგან  90% სპეციალური საჭიროების მქონეა, 10% - სოციალურად დაუცველი.  მოსწავლეებმა მინისტრს თავიანთი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერებინეს და რამდენიმე საკონცერტო ნომერი აჩვენეს.  ღონისძიების ფარგლებში  დიმიტრი შაშკინმა ბავშვებს  საახალწლო საჩუქრები გადასცა და სკოლის 40-მდე პედაგოგს შეხვდა.

198-ე საჯარო სკოლის პედაგოგები ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობენ, ისინი თავად ახდენენ სასწავლო მასალის ადაპტაციას და  ქმნიან გამარტივებულ ტექსტებს. სკოლას შემუშავებული აქვს საკუთარი ტრენინგ-მოდულები, რომლებსაც უტარებენ საჯარო სკოლის მასწავლებლებს. სკოლა ცდილობს იყოს  ღია ტიპის, ამზადებს ბავშვებს არასპეციალიზირებულ სკოლებში გადასასვლელად და  შემდგომ თანამშრომლობს ამ სკოლებთან, მონიტორინგს უწევს გადასულ მოსწავლეებს. დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისა და მზრუნველობისთვის, რასაც ამ ბავშვების მიმართ იჩენენ, მინისტრმა მათი პრობლემებიც მოისმინა და შესაძლებლობის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე