ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალური დაფა გაიხსნა

ქალაქ რუსთავის №7 საჯარო სკოლაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების კახაბერ თავგორაშვილისა და ვახტანგ გზირიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.  გახსნას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც  გმირებისადმი მიძღვნილი სტენდი ”მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს” და სკოლის სამლოცველო დაათვალიერეს.

კახაბერ თავგორაშვილი №7 საჯარო სკოლაში 1991-1994, ხოლო ვახტანგ გზირიშვილი 2001-2006 წლებში სწავლობდა. კახაბერ თავგორაშვილი ცხინვალის  რეგიონში 2008 წლის 7 აგვისტოს გაიგზავნა.  ის 8 აგვისტოს პოზიციების საარტილერიო დაბომბვის დროს გარდაიცვალა. რაც შეეხება ვახტანგ გზირიშვილს, რომელიც ასევე ცხინვალის რეგიონში იბრძოდა,  8 აგვისტოს სამხედრო დავალების შესრულების დროს დაიღუპა.  სიკვდილის შემდეგ ორივე მათგანს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

მემორიალური დაფის გახსნასასთან დაკავშირებით,  №7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე