ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურებს სამედიცინო დაზღვევის პოლისები უფასოდ გადაეცათ

თბილისის შვიდ საპილოტე სკოლაში მომუშავე ოცდაორ მანდატურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამედიცინო დაზღვევის ჯგუფის ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას’’ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ლაგვილავამ სამედიცინო დაზღვევის პოლისები გადასცეს.

მანდატურებისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაზღვევის პოლისში გათვალისწინებულია სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება. დაზღვეულებს გადაუდებელი ამბოლატორიული და ამბოლატორიული, ოჯახის ექიმისა და სტომატოლოგიური მომსახურება ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას’’ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებში ჩაუტარდებათ. მანდატურების სადაზღვევო პოლისი ასევე სამოგზაურო დაზღვევასაც ითვალისწინებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში  მანდატურის ინსტიტუტის დანეგვა სახლმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხელისუფლება ზრუნავს როგორც მოსწავლისა და მასწავლებლის, ასევე თავად მანდატურის უსაფრთხოებაზეც და მათ სრულყოფილ სოციალურ პირობებს უქმნის.  მანდატურების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა სწორედ ამის ნათელი მაგალითია.

მანდატურებს სამედიცინო დაზღვევის პოლისები უფასოდ გადაეცემათ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე