ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთო სამაგისტრო გამოცდა 2010

10 მაისს სრულდება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მსურველთა რეგისტრაცია. პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სტრუდენტთა დაფინანსების პრინციპებზე ბრიფინგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამართეს.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა ნებისმიერი აკრედიტებული  უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ მაგისტრანტობის  იმ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საშემსრულებლო საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებზე.

სამაგისტრო გამოცდის მიზანია დაეხმაროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მაგისტრანტების შერჩევაში; განახორციელოს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა კლასიფიცირება მათი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით; უზრუნველყოს მაგისტრატურაში ჩარიცხვის პროცესის  ობიექტურობა და გამჭვირვალობა; გამორიცხოს მაგისტრატურაში ისეთი კანდიდატების მიღება, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სწავლების ამ საფეხურისათვის აუცილებელ მოთხოვნებს.

სპეციალობის გამოცდას კანდიდატები უშუალოდ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებენ (გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge  გამოქვეყნებულია სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი და სხვა საჭირო ინფორმაცია). სამაგისტრო პროგრამაზე კანდიდატის ჩარიცხვისას მნიშვნელობა ენიჭება როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის, ისე სპეციალობის გამოცდის შეფასებას.

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებით მაგისტრატურის დაფინანსების სქემა განსხვავდება ბაკალავრიატის დაფინანსების პრინციპისგან – 2009 წელს ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მაგისტრატურის ცენტრალიზებულად, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებით დაფინანსების შესახებ.

სახელმწიფომ განსაზღვრა მისთვის პრიორიტეტული სფეროები, რომელთა დაფინანსება უპირატესად მიიჩნია. გამოიყო 11 მიმართულება (ბიზნესი და ეკონომიკა, ჰიმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ჯანდაცვა). განისაზღვრა, რომ მაგისტრატურის დაფიანანსებისათვის გამოყოფილი თანხის 10% განაწილდება საერთო სმააგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით შედეგენილი რეიტინგული სით.  მომდევნო 40% თანაბრად განაწილდება მიმართულებებზე, დარჩენილი 50% კი გადანაწილდება პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

მთავრობის მიერ 2009 წელს განსაზღვრული პრიორიტეტები შენარჩუნებულია 2010 წლისთვისაც.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე