ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებელთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამები გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს  კონკურსს პროგრამებზე - ”ასწავლე საქართველოსთვის” და ”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების სკოლებში”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგნის სპეციალისტებსა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდილ მასწავლებლებს. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა სამინისტროში ბრიფინგი გამართეს.

პროგრამა ”ასწავლე საქართველოსთვის” 2009 წელს დაიწყო და გულისხმობს კვალიფიციური საგნის სპეციალისტების დასაქმებას საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას კადრების ნაკლებობის პრობლემა. გასულ წელს შერჩეულ მასწავლებლებს, ხელფასის გარდა,  250 ლარიანი სტიპენდიებიც ერიცხებოდათ, ახალი სასწავლო წლიდან სტიპენდია გაორმაგდება და 500 (ხელზე - 400) ლარს შეადგენს.

პროგრამა ”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების სკოლებში” მიზნად ისახავს ქართული ენის სწავლების ხელშეწყობას და გულისხმობს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდილი მასწავლებლების მივლინებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში.  პროგრამაში მონაწილე მასწავლებლების ხელფასი 1000 ლარია.

ზემოაღნიშნული პროგრამების განხორციელება 2009 წელს დაიწყო და მათში 100-მდე მასწავლებელი იყო ჩართული. წელს გათვალისწინებულია დამატებითი კადრების აყვანა,  რაც გულისხმობს უფრო მეტი სოფლისა და თემის ჩართვას  სახელმწიფო ენის სწავლებისა თუ ზოგადად, სასწავლო პროცესების გაუმჯობესებაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია 3 მაისს დაიწყო. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ რესურსცენტრს. ფუნქციონირებს ცხელი ხაზიც: 95 58 36.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე