ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე პრეზენტაცია გამართა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 150-ზე მეტ მოსწავლეს, მასწავლებელსა და დირექტორს შეხვდა და მათ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ იმ სიახლეებზე, რომელთაც სამინისტრო 2010-2011 წლებში ეტაპობრივად განახორციელებს.

მინისტრის განცხადებით, ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მთავარი მიზანია მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდნენ და  გაიზარდოს ატესტატის მნიშვნელობა. 2011 წლიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდები სავარაუდოდ 10 საგანში ჩატარდება და სწორედ მისი შედეგები გახდება სკოლაში მიღებული ზოგადი განათლების დონის განმსაზღვრელი. ამ და სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე მომზადებულმა პრეზენტაციამ  მოსწავლეების, მასწავლებლებისა და დირექტორების დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, და როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, რეფორმის განხორციელების პროცესში ისინიც აქტიურად ჩაერთვებიან.

ანალოგიური შეხვედრები მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან მომავალშიც გაგრძელდება და ყველა რეგიონს მოიცავს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე