ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა რუსთაველ პედაგოგებთან

პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრები  გრძელდება. ამჯერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების 500-მდე პედაგოგს შეხვდნენ.  მინისტრმა სისტემაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ თითქმის ყველა სიახლეზე ისაუბრა და მაქსიმალურად ამომწურავი  პასუხები გასცა მასწავლებელთა შეკითხვებს. პედაგოგები ინტერესდებოდნენ ისეთი თემებით, როგორიცაა - ცვლილებები სასწავლო გეგმებში, ახალი საგნების დამატება, ფიზკულტურის სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და 2010-2011 წლების სხვა სიახლეები. კითხვების ძირითადი ნაწილი მაინც პედაგოგთა ნებაყოფლობით სერტიფიცირებას, 2011 წლის გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელი გამოცდების   პროცედურებს ეხებოდა.

როგორც დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლას. სამინისტროს წარმომადგენლები მაქსიმალურად ითვალისწინებენ პედაგოგების მოსაზრებებს, მათთან ერთად აფასებენ რეფორმის მიმდინარეობას და სიახლეების დანერგვის ახალ გზებს მასწავლებლებთან კონსულტაციების შედეგად განიხილავენ, ეხმარებიან სკოლებს არსებული პრობლემების მოგვარებაში.

პედაგოგებთან ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც სისტემატიურად გაიმართება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე