ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა გიორგობა ღვაწლმოსილ პედაგოგს პირადად მიულოცა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს ბატონ გიორგი ზუბიაშვილს სახლში ეწვია, გიორგობა მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ასევე  მინისტრმა გიორგობა ყველა პედაგოგს, განსაკუთრებით კი ამ სახელის მატარებელ მამაკაც პედაგოგებს მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ბატონი გიორგი ზუბიაშვილის აღსაზრდელები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები არიან, სკოლა, სადაც ღვაწლმოსილი პედაგოგი 30 წელია მუშაობს ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. გიორგი ზუბიაშვილი მათ ხელოვნებისა და სპორტის გაკვეთილებს უტარებს,  ხელმძღვანელობს ქორეოგრაფიულ წრეს. მისი აღსაზრდელები არაერთი ფესტივალის გამარჯვებულები არიან. ბატონი გიორგი ღირსების მედლის კავალერი და ბევრი სიგელისა და ჯილდოს მფლობელია.

გამოცდილი პედაგოგი მისეულ, განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებსა და მეთოდებს ფლობს, რაც აუცილებელია ასეთი საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას.  მიუხედავად სოლიდური ასაკისა იგი ენერგიულად აგრძელებს მოღვაწეობას, სისტემატიურად ადევნებს თვალყურს პროცესებს და განსაკუთრებით ახარებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა.  სიახლეების მიმდევარი პედაგოგი თავადაც მუდმივ ძიებაშია და  ცდილობს სიახლეებით გაამდიდროს სწავლების მისეული მეთოდი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა  ღვაწლმოსილ მასწავლებელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, დიდხანს სიცოცხლე უსურვა და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მუდამ გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ ღირსეულ პედაგოგებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე