ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს სკოლებში სწავლა 17 სექტემბერს დაიწყება

2012-2013 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 2012 წლის 17 სექტემბერს დაიწყება. სკოლებში ახალი სასწავლო წლისათვის მზადება  მიმდინარეობს და ყველა სკოლა ტრადიციულად, 17 სექტემბერს სასწავლო პროცესს შეფერხების გარეშე განაახლებს.  სარეაბილიტაციო სამუშაო წელს 527 საჯარო სკოლაში განხორციელდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოცილური პროგრამის ფარგლებში  აგრძელებს მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემას. წელს 140 ათასი მოსწავლე, 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან საჩუქრად  სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს. სახელმძღვანელოები გადაეცემათ:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს (70001-ზე ნაკლები ქულით);
  •  იმ ოჯახების მოსწავლეებს, სადაც ერთდროულად სამი ან მეტი და-ძმა სწავლობს სკოლაში;
  • 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები.

სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე  ერთ მილიონამდე  წიგნი გაიცემა და ეს სახელმძღვანელოები მათ 17 სექტემბერს სკოლაში დახვდებათ.

წელს პირველად, სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება. სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას მომიჯნავე სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ. ამ ობიექტებზე სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს  10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიეცემათ. დაახლოებით 1 სექტემბრისთვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება ამ სკოლების ჩამონათვალი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  საქართველოს ფოსტას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, მოსწავლეებს წელსაც შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად საქართველოს ფოსტის ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონულად გამოიწერონ სასკოლო სახელმძღვანელოები. ამ სერვისით სარგებლობა საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია. გამოწერილ სახელმძღვანელოებს თბილისში მოსახლეობა გამოწერიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 48 სათის განმავლობაში მიიღებს. ასევე, მოქმედებს საქართველოს ფოსტის ცხელი ხაზიც 2 24 09 09. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია ვებგვერდზე www.gpost.ge.

გარდა ამისა, 17 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს სკოლაში დახვდება ნეტბუქი „ბუკი“.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე