ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ნიჭიერ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ უფასოდ სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო პროგრამებში სწავლების გაგრძელების მსურველებისთვის  კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 40 წლამდე, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი და  სამინისტროს საიტზე ჩამოთვლილი საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებზე უკვე ჩარიცხულნი არიან. კონკურსი 31 მაისამდე გაგრძელდება. კონკურსში გამარჯვებულების საზღვარგარეთ სწავლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დააფინანსებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრუნავს მომავალი თაობისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე. მიუხედავად სოციალური სტატუსისა, ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სწავლა მსოფლიოს ისეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელოს, როგორიცაა  ოქსფორდი, კემბრიჯი, სორბონა და სხვა.

,,საქართველოს მომავალი სწორედ განათლებულ მომავალ თაობაშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სოციალური სტატუსის მქონე ნიჭიერი ახალგაზრდებისთის საზღვარგარეთ სწავლება ხელმისაწვდომი გავხადოთ’’- აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე mes.gov.ge-ზე  სპეციალურად გამოყოფილ გრაფაში ,,სამაგისტრო პროგრამები უცხოეთში’’ უნდა გაირაონ. ვებ-გვერდზე მსურველები ასევე მოიპოვებენ კონკურსის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას და იმ უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალს, სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათ სწავლებას დააფინანსებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე