ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრის საჩუქარი ვეტერან პედაგოგს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისი ომის ვეტერან პედაგოგს ბატონ გაბრიელ გაბიტაშვილს პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მინისტრმა 9 მაისი ასევე ყველა ომის მონაწილე ვეტერან პედაგოგს მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

გაბრიელ გაბიტაშვილი მეორე მსფლიო ომის მონაწილე და ბევრი სამხედრო ჯილდოს  მფლობელია. იგი 65 წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ოცი წლის ასაკში მუშაობა დაიწყო დაწყებითი კლასის მასწავლებელად გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში.  ომის შემდეგ თბილისის ქალთა №2 საშუალო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლიდა. 1954-1995 წ.წ.  53-ე საშუალო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი და სკოლის დირექტორის მოადგილე იყო, არის 60-მდე ნაშრომის ავტორი და სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს წარჩინებული და დამსახურებული მასწავლებლის  წოდებები.

ბატონი გაბრიელ გაბიტაშვილი 15 წელია დამსახურებულ პენსიაზე იმყოფება,  სიამოვნებით იხსენებს სკოლაში გატარებულ  წლებს და ამაყობს თავისი აღზრდილებით, მათ შორის ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანია.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბატონ გაბრიელ გაბიტაშვილს ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე