ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

117-ე სკოლაში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  და  კომპანია ”ნეოტექის” დირექტორი იგორ ფარჯიანი 117-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. კომპანია ”ნეოტექი” სამინისტროს  ინიცირებულ ”უსაფრთხო სკოლის” პროგრამას გამოეხმაურა და 117-ე საჯარო სკოლაში უსასყიდლოდ დაამონტაჟა 16 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, მათ შორის, ორი სკოლის გარე პერიმეტრზე.

117-ე საჯარო სკოლაში ახალი პროგრამის ფარგლებში მანდატურები  პილოტირებას გადიან. მინისტრი და კომპანია ”ნეოტექის” ხელმძღვანელი  ვიდეოკამერების ფუნქციონირებას და ახალი პროექტის მიმდინარეობას სკოლაში  პირადად გაეცნენ.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით ძალზე მნიშვნელოვანია რეფორმის განხორციელებაში წარმატებული კომპანიების მხარდაჭერა. ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკა, რომელიც  ”ნეოტექმა” 117-ე საჯარო სკოლაში დაამონტაჟა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, რაც იმის გარანტიაა, რომ სკოლაში ბავშვები მუდმივად იქნებიან უფროსების ყურადღების ცენტრში და დაცული იქნება მათი უსაფრთხოება.

კომპანია ”ნეოტექი” უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე ხუთი წელია წარმატებით მოღვაწეობს და წამყვან პოზიციებს იკავებს. კომპანია საქართველოში უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით განხორციელებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პროექტის შემსრულებელია. ”ნეოტექი”  მსოფლიო ბრენდების, Bosch, JVC, Paradox, ავტორიზებული და ექსკლუზიური პარტნიორია.

”უსაფრთხო სკოლა ნიშნავს უსაფრთხო მომავალ თაობას. სწორედ ამიტომ კომპანია "ნეოტექი" მიესალმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ამ პროგრამის განხორციელებას” - განაცხადა იგორ ფარჯიანმა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე