ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

დიმიტრი შაშკინმა და USAID-ის მისიის დირექტორმა  ჯონათან კონლიმ ,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემის” დანერგვისა და განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემის’’  მიზანია,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური და ადამიანური რესურსების დაგეგმვაში  დაეხმაროს და სამართლიანი წლიური და შუალედური პროექტები განავითაროს. ,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემა” განათლების სამინისტროს, მის სააგენტოებსა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს შორის ინფორმაციის გაცვლასა  ამ ორგანიზაციების ეფექტურად ფუნქციონირებას ითვალისწინებს.

”პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის გაფორმდა  მემორანდუმი, რაც მოსწავლეთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას ითვალისწინებს. პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა  ზუსტ აღრიცხვას, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას, ეფექტურ მენეჯმენტსა და ელექტრონული ჟურნალების შემოღებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს განათლების სისტემის წინსვლისთვის” - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა 

,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემა” პილოტირებას ოც სკოლაში და ოთხ რესურს-ცენტში გაივლის, რათა მოსწავლეთა რეგისტრაციაზე, განრიგზე, დასწრებაზე, შეფასებაზე და ანგარიშებზე  მოწესრიგებული მონაცემები შექმნას. ,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემის’’ პილოტირება 2010 წლის ბოლოს მოხდება. სისტემა ქვეყნის მასშტაბით  2011 წლის ბოლოს გავრცელდება.

USAID-ის 3 წლიანი განათლების მართვის პროექტი საქართველოს მთავრობას საგანმანათლებლო პოლიტიკის გაუმჯობესებასა და სკოლების დაფინანსებაში დაეხმარება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე