ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნა

საერთაშორისო კონკურსში, რომელიც საქართველოში ტარდება 30-მდე ქვეყნის  VII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. მათ მიერ წარმოდგენილ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკის, ეკოლოგიის, აგრეთვე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროებში მომზადებულ პროექტებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს. ორდღიანი ოლიმპიადა სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” 13 მაისს გაიხსნა და 15 მაისს ფინალისტთა დაჯილდოებით დაიხურება.



ოლიმპიადის მიზანია:
  • განსაკუთრებული ნიჭიერებით გამორჩეული მოსწავლეების გამოვლენა, მათი დაინტერესება კვლევითი და გამომგონებლობითი საქმიანობით;
  • ნიჭიერ მოსწავლეთა მხარდაჭერა, რათა  შეძლონ  მეცნიერული იდეების პრაქტიკულად, თვალსაჩინო ნაშრომის (ხელსაწყოს ან პროექტის) სახით  ახსნა და გადმოცემა;
  • მოსწავლეებში საკუთარი თანატოლებისა და ზოგადად,  საზოგადოებისათვის აქტუალური  პრობლემების გაცნობიერებისა და გადაჭრის  უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
  • მოსწავლეთათვის ყოფითი ცხოვრებისა და მეცნიერების სხვადასხვა სფეროს კავშირის ახსნა.;
  • მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება მეცნიერების სხვადასხვა დარგში.და სხვ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებები, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”, ევროკავშირი-ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში და კომპანია ”ჯეოსელი”.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე