ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

55-ე საჯარო სკოლის კეთილმოწყობილი სასადილო საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა

საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, საჯარო სკოლების სასადილოების თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობა დაიწყო. პირველი სასადილო თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში გარემონტდა. სასადილო პირადად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნეს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახლადგახსნილ სასადილოში, მოსწავლეები ჯანსაღი საკვებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

55-ე საჯარო სკოლის სასადილო კომპანია ”გოგლი მოგლმა”  კეთილმოაწყო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.  პირველად საქართველოში, ანგარიშსწორება მოხდება ელექტრონული ბარათებით. ბარათები მოსწავლეებს ,,ტაოპრივატბანკმა’’ უსასყიდლოდ დაუმზადა. მშობელი მისთვის მისაღებ გარკვეულ თანხას ბავშვს ბარათზე დაურიცხავს, რომელსაც იგი მხოლოდ   სასკოლო სასადილოში გამოიყენებს.  ასეთი შესაძლებლობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს შორის ფულთან დაკავშირებული უსიამოვნებების  შემცირებას. სკოლებში ნაღდი ფულის ბრუნვის აკრძალვა და ბარათების შემოღება უსაფრთხო სკოლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მიზნად ისახავს, უსაფრთხო  და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის დანერგვასა და განვითარებას. 55-ე საჯარო სკოლის სასადილოს გარდა კომპანია ,,გოგლი მოგლმა’’43-ე საჯარო სკოლის სასადილოც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაარემონტა.

ახალი პროექტი პილოტირებას თბილისის ორ საჯარო სკოლაში გაივლის, რომელიც ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლაში დაინერგება. კეთილმოეწყობა სასკოლო სასადილოები. გამოცხადდება ტენდერი კომპანიებზე, რომლებიც სკოლებს მოემსახურებიან. თითოეულ კომპანიას სკოლებში კვების ჯანსაღი პროდუქტით უზრუნველყოფის თვალსაზრისით დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე