ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრეზიდენტმა ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული  123 მოსწავლე ფულადი ჯილდოებითა და სიგელებით,  ხოლო ოლიმპიადაში მონაწილე სამი არაქართულენოვანი მოსწავლე პორტატული კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე  მიხეილ სააკაშვილი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსაც შეეხო და მისი მიმდინარეობა  დადებითად შეაფასა.

2010 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი საქართველოს ყველა რაიონის სკოლებიდან 100 ათასზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. დარეგისტრირდა 10 ათასამდე არაქართულენოვანი მონაწილე. ოლიმპიადაში  10 უსინათლო მოსწავლე მონაწილეობდა.

ეროვნული ოლიმპიადა 3 ტურად ჩატარდა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. წელს პირველად ჩატარდა ოლიმპიადა უცხოურ ენებში, მოსწავლეებს რამდენიმე საგნობრივ ოლიმპიადაში შეეძლოთ მონაწილეობა.

2009-2010 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შემდეგი ფულადი პრემიები გადაეცათ: პირველ ადგილზე გასულ 34 მოსწავლეს - თითოეულს 1250 ლარი; მეორე ადგილზე გასულ 41 მოსწავლეს - თითოეულს 875  ლარი; მესამე ადგილზე გასულ 48 მოსწავლეს - თითოეულს 625  ლარი. ფულადი ჯილდოები გადაეცემათ რეიტინგულ სკოლებსაც.                                                  

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის. 

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა იქცა მნიშვნელოვან სტიმულად მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის. გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს ნაკრების წევრები ხდებიან და საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც გამარჯვებულები ბრუნდებიან – 2009 წელს საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა: 4 ვერცხლის, 6 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო სიგელი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე