ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზიორები დაასაჩუქრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალისტთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

კონკურსი VII-XII კლასების მოსწავლეებს შორის ორ ეტაპად ჩატარდა,  40-მდე ქვეყნაში ადგილზე შეირჩა საუკეთესო ნამუშევრები, რომლებიც უკვე საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე შეფასდა. მონაწილეთა მიერ წარმოდგენილმა  მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკის, ეკოლოგიის, აგრეთვე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის  სფეროებში მომზადებულმა პროექტებმა შემფასებელთა მოწონება დაიმსახურეს და შესაბამისად I, II და III ადგილები დაიკავეს.

კონკურსის ყველა მონაწილეს ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ დაწესებული სხვადასხა პრიზი გადაეცათ. ორგანიზატორებს შორის იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებები, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”, ევროკავშირი-ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში და კომპანია ”ჯეოსელი”.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა  წახალისება - დაინტერესდნენ მეცნიერების სხვადასხვა დარგით და აწარმოონ კვლევითი და გამომგონებლობითი საქმიანობა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე