ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეებმა ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადა დაათვალიერეს

ქუთაისის №17 საჯარო სკოლის IV3 კლასის მოსწავლეები პროექტ ,,მშვიდობით იარაღო”-ს ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადას ეწვივნენ.

ქვეითი ბრიგადის 4000-მა ჯარისკაცმა ბავშვებს გულთბილი მასპინძლობა გაუწია და მათ სამხედრო წესები და ჯარისკაცთა დღის რეჟიმი გააცნო.  ჯარისკაცებთან ერთად მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი და მხედრული სიმღერები შეასრულეს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და პროექტ ,,მშვიდობით იარაღოს”-ს პრეზენტაცია გამართეს.

პროექტი ,,მშვიდობით იარაღო" მოსწავლეებში პატრიოტული სულიკვეთების ამაღლებას ითვალისწინებს. ახალი სასწავლო წლიდან  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სასწავლო კურსის შემოღებას გეგმავს. სასწავლო კურსის მიზანია მომავალ თაობას ადრეული ასაკიდან ჰქონდეს წარმოდგენა სხვადასხვა საფრთხეებზე, იცოდეს როგორ დაიცვას თავი საგანგებო მდგომარეობაში, რა სამხედრო ტექნიკა აქვს ჩვენს ქვეყანას და როგორ ხდება მისი გამოყენება. სასწავლო კურსი ასევე შეისწავლის  საგზაო უსაფრთხოებას, პირველად სამედიცინო დახმარებას, ქართული ჯარის ისტორიასა და ქართული არმიის შეიარაღებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე