ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ხელთუბნის 528 მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ისწავლის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  გორის რაიონის ხელთუბნის ახლადგარემონტებული საჯარო სკოლა დაათვალიერა.

სკოლის რეაბილიტაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში მოხდა და იგი ორგანიზაცია ”CHF საერთაშორისო საქართველო”–მ  განახორციელა. პროექტი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს აქტიური ხელშეწყობით განხორციელდა.

ხელთუბნის სკოლის რეაბილიტაციის მიზნით 380,000 ლარზე მეტი დაიხარჯა: გამოიცვალა ფანჯრები, სახურავი, ელ. გაყვანილობა, სკოლა აღიჭურვა თანამედროვე გათბობის სისტემით, ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, მოხდა შენობის ადაპტაცია უნარშეზღუდული პირებისათვის. რეაბილიტაციის შედეგად სოფელ ხელთუბნის სკოლის მოსწავლეები გაუმჯობესებულ სასწავლო გარემოში განაგრძობენ სწავლას.

ხელთუბნის სკოლის მსგავსად, გორისა და ქარელის რეგიონებში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზიანებული 16 სკოლა გარემონტდა. პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 2,9 მილიონ დოლარს შეადგენს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე