ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საატესტატო გამოცდებისათვის ფართომასშტაბიანი აპრობაცია დაიწყო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  და და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის №57-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც 2011 წლის საატესტატო გამოცდებზე გამსვლელი ქულის დასადგენად მე-11 კლასის მოსწავლეებში პრეტესტი მიმდინარეობს.  დიმიტრი შაშკინის განცხადებით, დამამთავრებელ კლასში გამოცდების ჩაბარება სახელმწიფოს მისცემს გარანტიას, რომ  მოსწავლეები სკოლაში ზოგად  განათლებას რეალურად მიიღებენ. ამასთან, გაიზრდება მოსწავლეთა დასწრება და სკოლებში ყველა საგანი თანაბრად პრიორიტეტული გახდება.   

იმისათვის, რომ 2011 წლის საატესტატო გამოცდებისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დადგინდეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 36 რაიონის 62 სკოლა განისაზღვრა. აღნიშნულ სკოლებში 18–დან 21 მაისის ჩათვლით  საცდელი ტესტირებები ტარდება, რომელშიც მონაწილეობას მე–11 კლასის 1500–მდე მოსწავლე და შესაბამისი საგნების 500–ზე მეტი პედაგოგი იღებს. მოსწავლეები აპრობაციას ყველა იმ სავალდებულო საგანში გაივლიან, რომელიც მომავალ წელს ატესტატის ასაღებადარის  აუცილებელია. პედაგოგები ასევე შეავსებენ სპეციალურ კითხვარს.

საცდელი ტესტირებების შედეგების ანალიზით დადგინდება როგორც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი თითოეული გამოცდისათვის, ასევე ატესტატის გაცემის ოპტიმალური ფორმულა. აპრობაციების შედეგად გამოიცდება ასევე ტესტური დავალებები, განისაზღვრება საატესტატო გამოცდის ფორმატი და დადგინდება, კონკრეტულად რა მიმართულებით საჭიროებენ მოსწავლეები დახმარებას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2011 წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩააბარებენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე