ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

43-ე სკოლაში თანამედროვე სასკოლო სასადილო გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა თბილისის 43-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო სასადილო გახსნეს.  პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ახალი პროექტი, რომელიც უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის ფარგლებში ხორციელდება პილოტირებას თბილისის  55-ე და 43-ე საჯარო სკოლებში გადის. საპილოტე სკოლების სასადილოები კომპანია ”გოგლი-მოგლმა”  კეთილმოაწყო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. 14 მაისს 55-ე საჯარო სკოლაში ახალი სასადილო პირადად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
 
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ბავშვები ახალი და ჯანსაღი პროდუქტით იქნებიან უზრუნველყოფილნი, ძალზე მნიშვნელოვანია, სასკოლო გარემოდან ნაღდი ფულის ამოღება. 43-ე სკოლის ახალი ტიპის სასადილოში ისევე, როგორც 55-ე საჯარო სკოლაში, ანგარიშსწორება ,,ტაოპრივატბანკის’’  მიერ უსასყიდლოდ დამზადებული ელექტრონული ბარათებით მოხდება. პრეზენტაციაზე 43-ე სკოლის მოსწავლეებმა სტუმრების თანდასწრებით პირადი ელექტრონული ბარათებით სკოლის სასადილოში პირველი შენაძენი გააკეთეს. სკოლის დირექტორის ბესარიონ სიხარულიძის თქმით, ახალ ინიციატივას უკვე მოჰყვა მშობლების დადებითი გამოხმაურება და სხვა საჯარო სკოლების წარმომადგენელთა დაინტერესება.  

ახალი სასწავლო წლიდან პროექტი  უსაფრთხო  და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში, ყველა საჯარო სკოლაში დაინერგება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, მიმდინარე თვის ბოლოს გამოცხადდება ტენდერი კომპანიებზე, რომლებიც პირველ ეტაპზე 88 საჯარო  სკოლაში ასეთივე ტიპის სასადილოს გახსნიან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე