ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის საჯარო სკოლების გამოყენებასთან  დაკავშირებულ დარღვევებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა ბრიფინგი გამართა. საარჩევნო კამპანიის დაწყებისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა საჯარო სკოლის დირექტორს მისცა მკაცრი მითითება,  რათა მათ არ დაეშვათ პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის დროს. სამწუხაროდ, ხულოს რაიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა არ შეასრულა ეს მითითება, ამის თაობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ”ახალი თაობა ახალი ინიციატივა” და ”საზოგადოება ბათუმელი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  აცნობეს.

სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ  არსებულ საჯარო სკოლაში მართლაც ჩატარდა საარჩევნო აგიტაცია და ამ პერიოდში შეწყდა  სასწავლო პროცესი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითების დარღვევის გამო, საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განთავისუფლებული იქნა თანამდებობიდან.

სამინისტროს გენერალური ინსპექცია კვლავ გააგრძელებს მონიტორინგს და ყველა მსგავსი ფაქტის გამოვლენისას მოახდენს მკაცრ რეაგირებას.

სამინისტრო მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაციებს - ”ახალი თაობა ახალი ინიციატივა” და ”საზოგადოება ბათუმელი” თანამშრომლობისთვის და იმედოვნებს, რომ სამინისტრო და არასამთავრობო სექტორი მომავალშიც გააგრძელებენ  კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე