ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა ქალაქ ფოთის პედაგოგებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ფოთის მეორე საჯარო სკოლაში ქალაქის 200-მდე პედაგოგს განათლების სფეროში  მიმდინარე პროცესები და 2010-2011 წლებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

კითხვა-პასუხის რეჟიმში  მიმდინარე შეხვედრისას დიმიტრი შაშკინმა პედაგოგების მხრიდან პრობლემები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა მასწავლებელთა სერტიფიცირებაზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, დამამთავრებელი კლასებისათვის სავალდებულო 10 გამოცდაზე, უსაფრთხო სკოლაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა  და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

ასეთი შეხვედრების შედეგად, მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენელნი პირადად აცნობენ პედაგოგებს სისტემაში არსებულ მდგომარეობას, მათთან ერთად აფასებენ რეფორმის მიმდინარეობას და სიახლეების დანერგვის ახალ გზებს მასწავლებლებთან კონსულტაციების შედეგად განიხილავენ.

ქალაქ  ფოთში:

  •  14 სკოლაა, მათ შორის 11- საჯარო,  3 - კერძო;
  • 600 მასწავლებელი და 6 500 მოსწავლეა;,
  • წელს ქალაქს 5 ოქროსა და 19 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს;
  • 2006-2009 წლებში მეგაპროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილის”  ფარგლებში  სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა - 2 საჯარო სკოლას,  ნაწილობრივი - 9 საჯარო სკოლას;
  • 2006-2010 წლებში:  ”ირმის ნახტომის”  პროგრამის ფარგლებში ფოთის სკოლებში  270  კომპიუტერი, 8 ნოუთბუქი და 10 პროექტორია შეტანილი .

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე