ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სასწავლო გემი ,,აკადემია’’ გადაეცა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბათუმის სახელმწიფო აკადემიის სასაწავლო გემზე სწავლების პროცესი დაათვალიერა. სასწავლო გემი ბათუმის საზღვაო აკადემიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2010 წლის თებერვალში უსასყიდლოდ გადასცა. რეაბილიტაციის შემდეგ გემზე მომავალი მეზღვაურები პრაქტიკულ მეცადინეობას შემდეგ სპეციალობებში გადიან: გემთწამყვანობა, გემთმექანიკოსობა და ელექტრომექანიკოსობა, რაც საერთაშორისო საზღვაო კონვენციის მოთხოვნებს მთლიანად აკმაყოფილებს.

გემზე პრაქტიკულ სწავლებას ერთდროულად სამოცი სტუდენტი ეუფლება. ექვსთვიანი კურსის დასრულების შემდეგ მეზღვაური პირველად საზღვაო აკადემიის ისტორიაში საზღვაო ადმინისტრაციისგან ე.წ. სამუშაო დიპლომს მიიღებს.

სამუშაო დიპლომის მიღების შემდეგ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ეძლევა მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან კრუინგულ კომპანიებში დაიწყოს მუშაობა. აღსანიშნავია, რომ  მსოფლიო ბაზარზე კვალიფიციური მეზღვაურების დიდი მოთხოვნაა.

სასწავლო გემის გადაცემამდე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულები მხოლოდ სასწავლო დიპლომს იღებდნენ და სხვადასხვა გემებზე უხდებოდათ პრაქტიკული გამოცდილების დაუფლება. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მრავალი კრუინგული კომპანია გაკოტრდა და შესაბამისად, ქართველ მეზღვაურებს პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობა შეუმცირდათ.

ბათუმის საზღვაო აკადემიისთვის სასწავლო გემის გადაცემით ზემოთ ნახსენები პრობლემა მოიხსნება და კურსდმთავრებულებს სასწავლო და სამუშაო დიპლომი ერთდროულად გადაეცემათ.

დიმიტრი შაშკინი გემზე პრაქტიკული სწავლების პროცესს პირადად გაეცნო, დაათვალიერა ის მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც გემის მართვა ხორციელდება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, სასწავლო გემის ,,აკადემიის’’ საზღვაო აკადემიისთვის გადაცემა მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან  მსოფლიო ბაზარზე კვალიფიციური მეზღვაურების მზარდი მოთხოვნაა და სასიხარულოა, რომ ბათუმის საზღვაო აკადემია ამ მოთხოვნას სრულიად აკმაყოფილებს.

ამ ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კრუინგულ კომპანიებში 5000 ქართველი მეზღვაურია დასაქმებული.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე