ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბათუმში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დაარსდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქ. ბათუმში მე-10 და მე-12 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა. დიმიტრი შაშკინმა შეხვედრაზე განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და გააჟღერა ინიციატივა ბათუმში ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დაარსების შესახებ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლა მეათე და მეთორმეტე საჯარო სკოლების გაერთიანების ბაზაზე შეიქმნება და მას ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის შოთა ქემხაძის სახელი მიენიჭება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ინიციატივების ერთ-ერთ პრიორიტეტს ცალკეული მიმართულებების განვითარების მიზნით სპეციალური მაპროფილებელი სკოლების შექმნა წარმოადგენს. სპეციალიზირებულ სკოლებში ამა თუ იმ მიმართულებით გაძლიერებული სწავლება წარიმართება.

ბათუმში სპეციალიზირებული ფიზიკა-მათმატიკური სკოლის დაარსებით რეგიონში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ადგილზე გაძლიერებულად შეისწავლონ ფიზიკა-მათემატიკის დისციპლინა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მიერ გაჟღერებულ ამ ინიციატივას დადებითად შეხვდნენ სკოლის პედაგოგები, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი ფიზიკა-მატემატიკური  სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების უფასოდ ჩატარების შესახებ.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აჭარაში შეიქმნება ფიზიკა-მათემატიკური პროფილის სკოლა. რომლის შემდეგაც თბილისა და ქუთაისის შემდეგ უკვე აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებსაც საშუალება ექნებათ ადგილზე გაძლიერებულად შეისწავლონ აღნიშნული დისციპლინები. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სკოლების მოსწავლეები იმარჯვებენ სასკოლო ოლიმიადებში და არიან წარმატებულნი, რაც მთლიანობაში ქვეყნის წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე