ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსის ”სადაკო - მშვიდობის ელჩი” გამარჯვებულებს კომპიუტერები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლალი ებანოიძემ მოსწავლეთა ნახატების კონკურსის -  ”სადაკო - მშვიდობის ელჩი” გამარჯვებულები:   თბილისის 139-ე საჯაროს სკოლის მოსწავლე ნიკა მაღელანი, თბილისის ვირსალაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლე ნოდარ პირველი და ქუთაისის მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლე თამარ იოსელიანი კომპიუტერებით დააჯილდოვა.  კონკურსი   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით სამშვიდობო ორგანიზაცია "სადაკომ" ჩაატარა და მასში საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.

ლალი ებანოიძის განცხადებით ძალზე მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებს შორის შემოქმედებითი და ინტელექტუალური კონკურსების  მხარდაჭერა, რასაც სამინისტრო  მუდმივად ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს.

კონკურსანტებს იაპონელი გოგონას - სადაკო სასაკის ტრაგიკული ისტორია შემოქმედებითად უნდა გაეაზრებიათ და შეექმნათ ნახატი, რომელშიც გამოხატული იქნებოდა საკუთარი აზრი, განცდა, ემოცია, შთაბეჭდილება და დამოკიდებულება სადაკოს ტრაგიკული ისტორიისადმი. ჟიურის მიერ   100 საუკეთესო ნახატი შეირჩა, რომელთა ავტორთაგან სამ-სამი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი I, II, III ხარისხის პრიზებით დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

სადაკო სასაკის ისტორია ყველა იაპონელისათვის ცნობილია. გოგონა 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების თვითმხილვევი იყო და 1954 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა. მეგობრებმა, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ მისი სიმამაცით და სიძლიერით, სადაკოს წერილები წიგნად გამოსცეს. სადაკოს  1000 ქაღალდის წეროს ამბავი კი ლეგენდად იქცა. ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალურ პარკში დგას სადაკოს ბრინჯაოს ძეგლი ოქროსფერი წეროთი ხელში.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე