ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი რეგიონების პედაგოგებთან შეხვედრებს სამეგრელოში განაგრძობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში რეგიონის 200-მდე პედაგოგს შეხვდა. მინისტრმა ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთის პედაგოგებს პირადად გააცნო სისტემაში არსებული მდგომარეობა, დეტალურად ისაუბრა ბოლო პერიოდის სიახლეებზე, მასწავლებელთა ეთიკის კოდექსზე, რომელიც 31 მაისიდან ამოქმედდება. შეხვედრის ბოლოს დიმიტრი შაშკინმა   პედაგოგების შეკითხვებს უპასუხა რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებზე.



სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში:

  • 255 საჯარო და 22 კერძო სკოლაა;
  • 7 802 მასწავლებელი და 56 139 მოსწავლეა;
  • 2006-2009 წლებში: 50  საჯარო სკოლას მეგაპროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა;
  • 2006-2010:  საჯარო სკოლებში ფონდ ”ირმის ნახტომის”  მიერ    რეგიონში 2 589 კომპიუტერია შეტანილი (20/1).

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე