ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის 2010 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს  დაესწრნენ. დიმიტრი შაშკინმა სკოლის დამთავრება მიულოცა ახალგაზრდებს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ამერიკულ აკადემიას წელს 53 მეთორმეტეკლასელი ჰყავს, ბევრი მათგანი სწავლას აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელბს, მაგრამ საქმიანობას დაწყებას მშობლიურ ქვეყანაში გეგმავს.

ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს გივი ზალდასტანიშვილის ინიციატივით დაარსდა. ქართველმა ბიზნესმენმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. მან დონალდ თომასთან, ამერიკელ პედაგოგთან ერთად, შექმნა სასწავლებელი, რომელიც მოწოდებულია შეასრულოს სანიმუშო სკოლის როლი ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის პროცესში.

აკადემიის პედაგოგიური კოლექტივის ბირთვს ქმნიან მასწავლებლები, რომელთაც პროფესიული მომზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიარეს (ჰარვარდის უნივერსიტეტისა და სიმონს კოლეჯის მაგისტრატურა). აკადემიის მასწავლებლები სწავლების ინოვაციურ მეთოდებს საკუთარ კლასებშიც იყენებენ და სხვა მასწავლებლებსაც უზიარებენ. სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – განათლების განვითარებისა და კვლევის ცენტრმა -  უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ჩაატარა ექვსი შვიდკვირიანი სემინარი თბილისის მასწავლებლებისთვის და ინტენსიური ერთკვირიანი სასემინარო პროგრამები რეგიონების მასწავლებლებისთვის (2005 წელს თელავში და 2006 წელს ქუთაისში). რეგიონალური პროგრამები აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მთლიანობაში ამ სემინარებში 500 მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

თანამედროვე დასავლური პედაგოგიური მეთოდოლოგიის დანერგვასთან ერთად, აკადემიის ერთ-ერთი უპირველესი მიზანია ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლოს მოსწავლეებს საქართველოს ისტორია და კულტურა, ჩაუნერგოს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და სიყვარული.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე