ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბავშვთა ნახატების გამოფენას დიპლომატიური კორპუსი გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით, სამინისტროში  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვთა ნამუშევრებს ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, იაპონიის ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა, ამერიკის საბჭოების, მშვიდობის კორპუსის, USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და საქართველოში აკრედიტებული სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები  გაეცნენ.

თბილისის მე-4, 21-ე, 47-ე, 55-ე, 123-ე,  154-ე და 178-ე  საჯარო სკოლების მოსწავლეთა: სულხან ფიცხელაურის, ანასტასია ახვლედიანის,  ხატია პაპიძის, გიორგი სისაურის, ჩიმგიზ ყურბანოვის,  ანი გეგეჭკორისა და გიორგი გოგნელაშვილის მხატვრულმა ტილოებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით სამინისტრო იწყებს ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ყველა ნიჭიერ ბავშვს საშუალება ექნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ყოველთვიურად გამართოს თავისი ნახატების გამოფენა. ნებისმიერი ფორმით ნიჭიერ ბავშვთა წახალისება ზრდის  მათ მოტივაციას და ხელს უწყობს  მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენასა და სტიმულირებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე