ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურები მოსწავლეებს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ

საქართველოს შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ და თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს პირველადი სამედიცინო დახმარების სფეროში მანდატურთათვის ტრეინინგების ჩატარებას.

პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სასიცოცხლო ფუნქციების პირველადი მართვა, გულის არაპირდაპირი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვის ჩატარების ტექნიკა, ჭრილობების შეხვევა, სისხლდენის შეჩერების წესები, მოტეხილობებისა და ტრავმების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება და სხვ. საწყის ეტაპზე მომზადებას გაივლის მანდატურთა მომზადების კურსის 48 მსმენელი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი,

ამიერიდან, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში, მანდატურები გარდა კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენციისა  ბავშვებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასაც შესძლებენ. ამით სრულყოფილი ხდება პროგრამა,  რომლის განხორციელებასაც მანდატურთა ინსტიტუტის შემოღება ითვალისწინებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე