ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქარელის რაიონში რეაბილიტირებული სკოლები გაიხსნა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით, ქარელის რაიონების სოფლებში - დვანში, ტახტისძირსა და დირბში რეაბილიტირებული საჯარო სკოლები გაიხსნა. სკოლების გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იოაკიმ პარკერი დაესწრნენ.

დვანის, ტახტისკარისა და დირბის სკოლები რუსული ინტერვენციის დროს დაზიანდნენ. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ განაცხადა, ,,მნიშვნელოვანია, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს აღმშენებლობის საკითხში. რუსული ინტერვენციის დროს დაზიანებული სკოლები რეაბილიტაციის შემდეგ ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს. ყოფილ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის კეთილმოწყობილ სკოლაში სწავლება ორმაგ დატვირთვას იძენს.’’

სკოლების რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს მოსახლეობისთვის 1 მილიარდი დოლარის დახმარების ფარგლებში დაფინანსდა. პროექტი ხუთწლიანია და მას საქართველოში ორგანიზაცია CHF საერთაშორისო საქართველო ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში გორისა და ქარელის რაიონების ყოფილ კონფლიქტის ზონაში გარემონტდა 16 სკოლა, პროექტის ღირებულება 2.9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
რეაბილიტირებულ სკოლებში 3500 მოსწავლე სწავლობს, რომელთა სწავლების პროცესი რეაბილიტაციის შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე