ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსის პილოტირება გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შინაგან საქმეთა  სამინისტროს წარმომადგენელი თამარ ბელქანია თბილისის კერძო სკოლას ”ცისკარი” ეწვივნენ და სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილს დაესწრნენ. ამ სკოლის მოსწავლეები ქართული ჯარის ისტორიას შეისწავლიან,  ეცნობიან ქართული არმიის შეიარაღებას,  საგზაო უსაფრთხოების წესებსა და   სამოქალაქო თავდაცვის საშუალებებს. მოსწავლეებს ასევე  ასწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას.

ახალი სასწავლო კურსის დანერგვისთვის ამ სკოლის შესაბამისი კაბინეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჭირო ტექნიკითა და თვალსაჩინოებებით აღჭურვა.  

აღნიშნული პროგრამა პირველ ეტაპზე პილოტირებას  რუსთავის, მცხეთისა და თბილისის 15 სკოლაში გადის. ანალოგიური კაბინეტი მცხეთის №2 საჯარო სკოლაში  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაისთან ერთად  გახსნა. პილოტირების შედეგების ანალიზის შედეგად, სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი საბოლოო სახით ჩამოყალიბდება და ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სავალდებულო საგანი გახდება.

საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული ახალი სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით იმ ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც რეალური საფრთხეების წინაშე დგას, ძალზე მნიშვნელოვანია ისწავლებოდეს სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი და მოზარდები თავდაცვის  ელემენტალურ უნარ-ჩვევებს ფლობდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე