ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აკაკი სეფერთელაძე 42-ე საჯარო სკოლაში ქართულ ხელნაწერთა გამოფენას გაეცნო

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე  ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ამავე სკოლის მოსწავლეთა კულტურული მემკვიდრეობის კლუბისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ, ძველ ქართულ ხელნაწერთა გამოფენას გაეცნო. წარმოდგენილ ექსპონატებთან დაკავშირებით, ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორმა ბუბა კუდავამ მოსწავლეებისთვის სემინარი გამართა. სემინარს წახალისების ფორმა ჰქონდა და იგი იმ მოსწავლეებისთვის იყო  განკუთვნილი, რომლებიც წარმატებით მონაწილებდნენ ისტორიისა და ქართული ენის ოლიმპიადებში.

ერთობლივი პროექტის მიზანია მომავალ თაობას ძველი ქართული ხელნაწერები, მათი შექმნის ისტორია და საარქივო მასალები  გააცნოს;  დაეხმაროს მოზარდებს უკეთესად აღიქვან და გაიგონ ის ნაწარმოებები, რომლებსაც ისინი სასკოლო პროგრამით სწავლობენ; გაეცნონ იმ ტექნოლოგიებს, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ დამწერლობისთვის საჭირო მასალების შექმნისას და სხვ.

42-ე სკოლაში გამოიფინა ძველ ქართულ ხელნაწერთა ასლების 15 ექსპონატი, საინტერესო საბუთებისა და საარქივო მასალების ფოტოები.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე