ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

94 ქართველი ახალგაზრდა სწავლასა და კვლევას გერმანიაში განაგრძობს

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა, გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიები 94 ქართველ ახალგაზრდას გერმანიაში სწავლისა და კვლევის მიზნით საზეიმო ვითარებაში გადასცეს.

რამოდენიმე კვირაში  ახალგაზრდა მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების დოცენტები 2010/2011 სასწავლო წლისათვის გერმანიაში გაემგზავრებიან, რათა იქ, გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში ისწავლონ, ჩაატარონ კვლევები და დაამყარონ კავშირები თავიანთ გერმანელ კოლეგებთან.

გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური/DAAD წარმოადგენს გერმანიის უმაღლესი სკოლების ერთობლივ ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს უცხოეთთან აკადემიურ ურთიერთობებს, უპირატესად სტუდენტთა და მეცნიერთა გაცვლის გზით. ამ მიზნით DAAD-ი 200-ზე მეტ ცალკეულ პროგრამას ახორციელებს. ისინი ხელმისაწვდომია ყველა დარგის როგორც უცხოელი, ასევე გერმანელი სპეციალისტისათვის. მთლიანობაში 60.000 უცხოელი თუ გერმანელი სტიპენდიანტით DAAD-ი მსოფლიო მასშტაბით აკადემიური გაცვლის უდიდეს ორგანიზაციას წარმოადგენს.

საქართველოში DAAD-ის სამი ლექტორი მოღვაწეობს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებში.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე