ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსი დასრულებულია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ სკოლების პედაგოგებსა და დირექტორებს სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსის შედეგები გააცნეს.

2010-2011 სასწავლო წლისთვის სამინისტროს მიერ იანვარში გამოცხადდა კონკურსი მე-4, მე-5, მე-8, მე-11 და მე-12 კლასების სახელმძღვანელოებზე. კონკურსში მონაწილეობდა 32 გამომცემლობის 120 სახელმძღვანელო. კონკურსის შედეგად, გრიფი მიენიჭა 77 სახელმძღვანელოს, ხოლო გრიფი ვერ  მიიღო საკონკურსო წიგნების დაახლოებით 40%-მა.

როგორც ცნობილია, 2010 წელს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავდა გრიფის მინიჭების პროცედურის ახალი მიდგომები და პრინციპები. დაიხვეწა    საკონკურსო     პროცედურები, მკაცრად განისაზღვრა სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები, სახელმძღვანელოების ტექნიკური პარამეტრები და სახელმძღვანელოს შეფასების პროცედურა და მეთოდიკა. სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საგნობრივი ექსპერტები, ასევე მოწვეული ექსპერტები სხვადასხვა აკადემიური წრეებიდან და სკოლების პედაგოგები.

სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსის ძირითადი არსია სკოლებისა და მოსწავლების უზრუნველყოფა ხარისხიანი სახელმძღვანელოებით და ზოგადად სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე