ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიდი დიღმის დასახლებაში ახალი საცურაო აუზი ამოქმედდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 186-ე საჯარო სკოლაში ახალი საცურაო აუზი გახსნა. აუზის რეაბილიტაცია კომპანია ”როიალ 2009”-ამ განახორციელა და იგი ერთადერთია დიდი დიღმის დასახლებაში.

გარკვეული შეღავათებით  საცურაო აუზით სამი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისარგებლებენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 186-ე საჯარო სკოლის 80-მდე პირველკლასელს, მოსწავლეებს მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, უფასოდ ჩაუტარდებათ  ცურვისა და წყალბურთის  გაკვეთილები.   აუზით სარგებლობა უფასოდ შეეძლება აფხაზეთის ომის მონაწილის და რუსეთ-საქართველოს ომის გმირის ზაზა დამენიას ვაჟს მეხუთეკლასელ გიორგი დამენიას, რომელიც ბაბუასთან და დედასთან ერთად აუზის გახსნას დაესწრო.


186-ე საჯარო  სკოლაში დიდი დაინტერესება გამოიწვია პრეზიდენტის ინიცირებულმა პროექტმა ფიზკულტურის სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების თაობაზე.  ამ სკოლის მოზარდები ფეხბურთით, ფრენბურთითა და რაგბით არიან დაინტერესებულნი. მათ ახალი სასწავლო წლიდან ცურვასა და წყალბურთან ერთად, სპორტის ამ სახეობებშიც ჩაუტარდებათ გაკვეთილები. ამ მიზნით სკოლაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტ ”იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში სრული რეაბილიტაცია უტარდება დახურულ  სპორტულ დარბაზს, ქალაქის მერია სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აწარმოებს რაგბის მოედნის მშენებლობას.

თბილისის 186-ე  საჯარო სკოლაში 850 მოსწავლე სწავლობს და 98 პედაგოგი მოღვაწეობს.  სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპადებსა და სხვადასხვა კონკურსებში. მიმდინარე წელს  სკოლას 2 ოქროსა და 3 ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე