ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

55-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სამედიცინი კაბინეტი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამედიცინო სადაზღვევო კომპანია - ”არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ რამიშვილი თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო კაბინეტის გახსნას დაესწრნენ.  ახალი პროგრამა, რომელიც  პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, სკოლებში შესაბამისი კაბინეტების მოწყობას ითვალისწინებს, თბილისის რამდენიმე  სკოლაში გაივლის პილოტირებას და ახალი სასწავლო წლიდან ყველა სკოლაში დაინერგება.

55-ე საჯარო სკოლაში  სამედიცინო კაბინეტი გაარემონტა,  თანამედროვედ აღჭურვა და მედიკამენტებით უზრუნველყო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიამ - ”არქიმედეს გლობალ ჯორჯია”.  კომპანია გადაუხდის ხელფასს ექიმს, რომელიც სკოლას მოემსახურება და მომავალშიც თავად იზრუნებს კაბინეტის საჭირო მედიკამენტებით მომარაგებაზე.

ახალი სასწავლო წლიდან გარდა პროფესიონალი ექიმისა, ბავშვების ჯანმრთელობაზე მანდატურებიც იზრუნებენ. ყველა მანდატური სამედიცინო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, გადამზადდება და ისინი გარდა კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენციისა,  მოსწავლეთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასაც შესძლებენ. ამით სრულყოფილი ხდება პროგრამა,  რომლის განხორციელებასაც უსაფრთხო სკოლის პროგრამა  ითვალისწინებს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე