ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა სიახლეებზე განცხადება პედაგოგებთან შეხვედრაზე გააკეთა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დედაქალაქისა და რეგიონების 200-მდე პედაგოგს შეხვდა და სამინისტროს მიერ ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა.

სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა პედაგოგებს ინფორმაცია მიაწოდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: სემესტრულ სწავლებაზე გადასვლა.  ტრიმესტრული სწავლების ნაცვლად იქნება ორ სემესტრზე გათვლილი ახალი სასწავლო  პროგრამა. სწავლა ყოველწლიურად  15 სექტემბერს დაიწყება და  15 ივნისს  დასრულდება. იცვლება საათობრივი ბადეც, რაც ახალი სასწავლო დისციპლინების შემოღებამ განაპირობა. მომავალში მოსწავლეები შეისწავლიან მსოფლიო კულტურას, გაივლიან სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსს, მოხდება სპორტით ფიზკულტურის გაკვეთილების ჩანაცვლება და სხვ.

ახალი სასწავლო წლიდან იცვლება მოსწავლეთა შეფასების სისტემა, შესაბამისად იცვლება სასკოლო ჟურნალებიც. მოსწავლეთა შეფასება სამი კრიტერიუმით მოხდება: საშინაო, სასკოლო დავალებებისა და საკონტროლო სამუშაოების შესრულების მიხედვით.   შეფასებები დაფიქსირდება შესაბამის სამ გრაფაში. იცვლება სასკოლო სახელმძღვანელოებიც, გამკაცრებული გრიფირების წესის მიხედვით შეირჩა მომავალი სასკოლო წიგნების საუკეთესო  ნიმუშები.

დასრულდა მასწავლებლის ეთიკის  კოდექსზე მუშაობა, მალე ძალაში შევა მოსწავლისა და დირექტორთა ქცევის კოდექსებიც და ურთიერთობები სკოლებში საბოლოოდ დარეგულირდება.

იწყება სკოლების ბრენდირების პროგრამა. გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით სკოლებს მიენიჭებათ  ვარსკვლავები, მათი რაოდენობა სკოლის წარმატებულობის  განმსაზღვრელი იქნება. ბრენდირების კრიტერიუმები  მრავალფეროვანია  და სრულად მოიცავს  იმ კომპონენტებს, რომელსაც თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს. სკოლების ბრენდირების  პროგრამა   კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას ითვალისწინებს, რაც  სწავლის ხარისხზე აისახება.

სამუშაო შეხვედრამ და გაჟღერებულმა სიახლეებმა პედაგოგთა დიდი დაინტერესება და კმაყოფილება გამოიწვია. ბოლოს, მინისტრმა მასწავლებელთა  შეკითხვებსაც უპასუხა მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე