ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რუსთავის სკოლებს შორის ჩემპიონატი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის სკოლებს შორის სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა მაგიდის ჩოგბურთსა და  ფრენბურთში.

ჩემპიონატში გამარჯვებული სკოლების გუნდებს ჯილდოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ გადასცეს. ასევე დავით კირკიტაძის ინიციატივით, გამარჯვებული გუნდები ანაკლიის საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ.

ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ფინალური შეხვედრები რუსთავის მე-18 საჯარო სკოლაში გაიმართა. ეს სკოლა ერთ-ერთია, სადაც პილოტირებას ახალი პროგრამა გადის. სექტემბრიდან უკვე ყველა სკოლაში სავალდებულო გახდება ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტით ჩანაცვლება.

აკაკი სეფერთელაძის განცხადებით, სპორტის გაკვეთილების ჩატარება და ამ ფორმით სპორტის პოპულარიზაცია, მოზარდთა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე